პუტინი, ლუკაშენკო და ნაზარბაევი ასტანაში უკრაინაზე ისაუბრებენ

საქართველო, თბილისი - 2015-03-09 19:13:00

რუსეთის პრზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12-13 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ეწვევა, სადაც ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შეხვდება.

ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იუწყება.

,,მხარეები სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ, მსოფლიო ეკონომიკაში თანამედროვე ტენდენციების გავლენის გათვალისწინებით, ევრაზიაში საინტეგრაციო პროცესებზე.

გარდა ამისა, საუბარი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც შეეხება.” - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.