სონი თანამშრომლებს ამცირებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-09 17:58:00

იაპონური კომპანია "სონი" თანამშრომლებს ამცირებს. შვედეთში კომპანია სამსახურიდან ათასამდე ადამიანს დაითხოვს. ამჟამად ქალაქ ლუნდეს ქარხანაში სულ 2 ათასი თანამშრომელი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს პერსონალის ნახევარი დაკარგავს. კომპანიის ხელმძღვანელობა კადრების შემცირებას ბაზარზე არსებული კონკურენციითა და შემოსავლის კლებით ხსნის.