ნიგერიაში ტერაქტებს 10 ადამიანი შეეწირა

საქართველო, თბილისი - 2015-03-07 17:00:00

ტერაქტების სერია ნიგერიაში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქ მაიდუგურის ცენტრალური რაიონები გახდა, სადაც რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი ბაგა-როუდის მჭიდროდ დასახლებულ უბანში აიფეთქეს, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი სხეულის მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობას ნიგერიის ხელისუფლება "ბოკო ჰარამის" ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.