ტერაქტი ხარკოვში

საქართველო, თბილისი - 2015-03-06 16:11:00

ხარკოვში პოლიციის მაღალჩინოსნის მანქანა ააფეთქეს. ინციდენტისას მიკროავტობუსში საპატრულო სამსახურის სპეციალური ბატალიონის მეთაური ანდრეი იაგოლენკო მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი სხეულის მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.