კუდრინმა პუშკოვი გააკრიტიკა

საქართველო, თბილისი - 2015-03-06 16:02:00

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მაკდონალდსი და კოკა-კოლა დასავლურ დასავლურ სანქციებს უნდა შეუერთდნენ და ქვეყანა დატოვონ. "ბატონ პუშკოვს ავიწყდება, რომ მაკდონალდსს პროდუქციის 85 პროცენტით 160 რუსული კომპანია ამარაგებს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში მაკდონალდსი და კოკა-კოლა აღარ იქნება, სამუშაოს ათასობით ადამიანი დაკარგავს,"-აღნიშნა კუდრინმა.