იაპონიის ყოფილი პრემიერი ყირიმში ჩასვლას აპირებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-06 13:04:00

ოფიციალური ტოკიო იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იუკიო ხატოიამას ყირიმში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება დღეს დილით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. " ბატონ ხატოიამას პოზიცია ოფიციალური ტოკიოს პოზიციას არ წარმოადგენს. იაპონიის ხელისუფლება ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არ ცნობს,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში. იუკიო ხატოიამა ამჟამად "იაპონია-რუსეთის მეგობრობის ორგანიზაციის" თავმჯდომარეა.