ჩინეთში თავს მატარებლის მგზავრებს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 2015-03-06 12:19:00

ტერორისტული აქტი ჩინეთში. ქალაქ გუანჩჟოუს რკინიგზის სადგურში დანებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა შეიჭრა. მათ მგზავრებს ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, მეორე კი დააკავა. ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას სინძიანის რაიონში მოქმედ ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.