ჯიჰადისტთა მეთაურები თანამებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 2015-03-06 09:37:00

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით დაჯგუფების 11 მეთაური დასაჯეს. ამის შესახებ სააგენტო Fars იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტიკრიტზე მასირებული იერიშისას პოზიციები 150-მდე ისლამისტმა მიატოვა. გაქცევით თავს რამდენიმე მეთაურმაც უშველა, თუმცა მათ სიკვდილი არ ასცდათ. ერაყის არმიამ ტიკრიტსა და მოსულზე შტურმი 2 მარტს დაიწყო.