მოსკოვში საპროტესტო მარში აპრილისთვის იგეგმება

საქართველო, თბილისი - 2015-03-05 15:48:00

მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები რუსეთის დედაქალაქში შესაძლოა აპრილში გაიმართოს. ამის შესახებ პარტია "5 დეკემბრის" ლიდერი სერგეი დავიდისი იტყობინება.
საპროტესტო მარში მოსკოვში 1 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო გადაიდო.