ტერაქტი ოდესაში

საქართველო, თბილისი - 2015-03-05 12:11:00

ოდესის მილიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან ღამით "მემარჯვენე სექტორის" ოფისთან ამოქმედდა. აფეთქების შედეგად შენობის წინა ფასადი დაზიანდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.