რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-05 10:00:00

ოფიციალური მოსკოვი შინაგან მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყების განმარტებით, ვლადიმერ კოლოკოლცევი პოსტს ინარჩუნებს და გადადგომას არ აპირებს. ინფორმაცია კოლოკოლცევის შესაძლო გადაყენების შესახებ რუსულ მედიაში გუშინ საღამოს გავრცელდა.