ნულანდი: დონბასის ომს რუსეთი აფინანსებს

საქართველო, თბილისი - 2015-03-05 09:01:00

უკრაინაში ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. "რუსეთის არმიას არმოსავლეთ უკრაინაში საკუთარი სამეთაურო სტრუქტურაც აქვთ, დაწყებული გენერლებიდან, დამთავრებული უმცროსი წოდების ოფიცრებით. ამ ომს რუსეთი აფინანსებს. ისინი ამარაგებენ სეპარატისტებს, მეთაურობენ და აკონტროლებენ მათ,"-აღნიშნა ნულანდმა.