დონეცკში მაღაროს აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-03-04 12:26:00

დონეცკში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ზასიადკოს მაღაროში მომხდარ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებისას გვირაბში 207 მაღაროელი იმყოფებოდა. ათობით ადამიანი ამ დრომდე გვირაბში რჩება. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი.