3 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე რჩება

საქართველო, თბილისი - 2014-11-17 14:32:00

 

3 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მე-6 სართულიდაn გადმოვარდა, იაშვილის სავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფoს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა ციცელაშვილმა განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

ბავშვი თბილისში, წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან 13 ნოემბერს გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, იგი შემთხვევის დროს სახლში მარტო იყო დატოვებული.

მეზობლების თქმით, ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის № 55- ში ბინა ნაქირავები ჰქონდათ.