დავით ნარმანია: კარგია, რომ გაეროში ერთი დელეგაცია გაემგზავრება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და წარმოადგენს საქართველოს

საქართველო, თბილისი - 2014-09-15 10:57:00

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მართებულია, რომ გაეროში ერთი დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება. როგორც საკითხის კომენტირებისას ნარმანიამ 133-ე საჯარო სკოლაში ჟურნალისტებთან განმარტა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აუცილებლად ერთი დელეგაცია უნდა წასულიყო და ეს ასეც მოხდა.

"კარგია, რომ გაეროში ერთი დელეგაცია გაემგზავრება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და წარმოადგენს საქართველოს", - განაცხადა ნარმანიანმ.

შეგახსენებთ, რომ გაეროში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ჩაიშალა, რის გამოც, საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ერთი დელეგაცია გაემგზავრება.