დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 2014-05-23 09:41:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ინიციატივით დღეს, 23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება ყოველი წლის 23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გასულ წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

დღესვე 15.00 საათზე კი საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება.