ვარკეთილში 27 წლის ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2014-05-15 11:18:00

ვარკეთილში წუხელ გვიან ღამე 27 წლის ქალი მოკლეს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ძმასთან ერთად იყო, ყოფილმა მეუღლემ იარაღით სამჯერ ესროლა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.