კინოს სახლთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2014-03-24 15:06:00

კინოს სახლთან ,,ევრაზიული კავშირის" მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "კინოს სახლში", ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ღონისიძიება დასრულდა და მისი მონაწილეები კინოს სახლს ტოვებდნენ.

"ევრაზიული კავშირის" წევრები "კინოს სახლს" პოლიციის დახმარები ტოვებენ.