„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი დახელმწიფო ყირიმში მცხოვრებ რუსებს დაიცავს. ჩვენი პარტია „დრუგაია როსია" მალე გაემგზავრება ყირიმში იმისათვის რომ იმ ხალხის კოორდინირება და გაერთიანება მოვახდინოთ, რომლებისთვისაც სევასტოპოლის ბედი სულერთი არ არის",_ განაცხადა ლიმონოვმა.
მისივე თქმით, „უკრაინის ხელისუფლება არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ისინი ყირიმს არ დათმობენ. ისინი კმაყოფილნი იქნებიან თუ მაიდანელებს მოიცილებენ თავიდან და მათ სევასტოპოლში გააგზავნიან.
რუსეთს ყირიმის მიერთება სურს, და უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ყირიმელ ხალხს თავიაი ნება მოახვიოს".