,,მე ველოდები რეალურ ნაბიჯებს, რეალურ მინიშნებებს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად დაჩქარებულად წავლა პროცესი რასაც ჰქვია საქართველოსა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 3 თებერვალს პრემიერი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, სადაც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისართან და ნატოს გენერალურ მდივანთან.
პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ხუთ თებერვლამდე გაგრძელდება.