საახალწლო გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2013-12-31 13:29:00

საახალწლო გალა-კონცერტი, რიყეზე, ევროპის მოედანზე გაიმართება და ის 22:30 საათზე დაიწყება და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

საახალწლო კონცერტს კი ,,რუსთავი-2"-ის წამყვანები თიკა ფაცაცია, დიმიტრი ობოლაძე, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი წაიყვანენ.

საახალწლო ღონისძიების რეჟისორი კი ზაალ ქიჩობავაა,

საახალწლო გალა-კონცერტზე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით სულ 35 მუსიკალური ნომერი შესრულდება და ის ,,რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.