გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პრესის თავისუფლების ინდექსის კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო შარშანდელთან შედარებით 30 ადგილით დაწინაურდა, არ ეთანხმება.
როგორც ტუღუშმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის პრესის თავისუფლებაში უკეთესობას ვერ ხედავს.
"გაუმჯობესებას მაინცდამაინც ვერ ვხედავ. პირიქით, უარესობაც კია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტელეეთერებში გაქრა დებატები, დისკუსია. გაუარესდა საინფორმაციო გადაცემების ხარისხი. საკუთრების დაცულობაც მოუგვარებელია", - განუცხადა ტუღუშმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ტუღუში საქართველოს მიერ პოზიციის თითქმის 30 ადგილით გაუმჯობესებას რუსეთთან შარშანდელი ომით ხსნის.
"ეს ცვლილება, ალბათ, ომის ფაქტორითაა გამოწვეული", - განმარტა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო პრესის თავისუფელბის ინდექსში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოაქვეყნა, 81-ე ადგილზეა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, როდესაც საქართველო 120-ე ადგილზე იყო, ქვეყნაში პრესის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა.