დღეს, 17 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ტარდება ანტინარკოტიკული ღონისძიება "ნარკOFFმანია".
სტუმრებისთვის მრავალფეროვანი მუსიკით განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ქართველი და უკრაინელი დიჯეები. გამოყენებულ იქნება ეფექტური განათებები, ანტინარკოტიკული ვიდეორგოლები, ცეცხლოვანი ბარი, ფეიერვერკი და მრავალი სიურპრიზი.
ღონისძიების ორგანიზატორია "Party People Group"-ი.
"ნარკOFFმანიას" ორმაგი დატვირთვა აქვს: გვინდა ვებრძოლოთ ნარკომანიას იმ მუსიკით, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა. ასევე გვინდა მოიხსნას ის კომპლექსი, რომელიც აიგივებს კლუბს, ფართისა და ელექტრონულ მუსიკას ნარკოტიკებთან და არაჯანსაღ გარემოსთან", - განაცხადა ფართის იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა გაგა ჩიტაიამ.
პროექტის სპონსორები არიან კლუბი "ნეო", "ტაოპრივატბანკი", "კოკა-კოლა", "რედბული" და "ჩუპა-ჩუპსი".