ENG / RUS       12+

ნესტან კირთაძე: სამშობლოს ბედი არ გახლავთ საშემოდგომო გამოცდა

რესპოდენტის შესახებ

ისტორიული ანალოგიის საფუძველზე ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პერსპექტივა და შანსი; მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესაძლო ასახვა საქართველოზე; დაანონსებული რევოლუციები; დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულება ავტოკრატებისა და მათი რეჟიმების მიმართ არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისათვის აქტუალურ თემებად იქცა. „ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, ქვეყნისადმი მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი მხარდაჭერაში. თუ დღევანდელ პერიოდამდე, იგივე არაბულ სამყაროს ლიდერები, რომელთაგან უმრავლესობა 25-30 წელია ქვეყნის ლიდერები არიან და დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ყველანი საგანგებო რეჟიმის პრიობებში აცხოვრობენ თავიანთ მოსახლეობას. მაგრამ შტატებმა უკვე განაცხადა: ჩვენ დავასრულეთ ავტორიტარ ლიდერებთან ურთიერთობა", - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ნესტან კირთაძე და დასძენს, რომ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის ბრძოლა არაა საშემოდგომო გამოცდის ჩაბარება, რომელიც მუდმივანდ ჩაჭრილმა ადამიანებმა უნდა ჩააბარონ.

ნესტან კირთაძე: ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვითარებული რეოლუციური პროცესები ჯერ კიდევ შეუცნობელი შედეგების მომტანია რეგიონისთვისაც და ზოგადად კაცობრიობისთვისაც. დღეს ქართველი პოლიტიკოსები და საერთაშორისო ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს იმუშავებს დომინოს პრინციპით და რამდენიმე ტალღად ,მათ შორის პოსტ საბჭოთა სივრცეში განივრცობა. ვფიქრობ,რომ ჩვენთვის ეს პროცესი იმით კი არ უნდა იყოს საინტერესო, რევოლუცია გადმოედება თუ არა საქართველოს, ჩვენთვის მნიშვნელოანია სწორედ დასავლეთის დამოკიდებულება პროცესისადმი - კონკრეტულად აშშ-ის, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ ვაშინგტონი მხარს არ დაუჭერს ავტოკრატებს და ავტორიტარიზმს არსად, თუნდაც ეს ქვეყნა მისი მოკვშირე იყოს. სწორედ ამით არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ქართველი პოლიტიკოსებისთვის ნებისმიერ ფლანგზე.
რაც შეეხება მოვლენათა განვითარებას, კავკასია ახლოსაა ახლო აღმოსავლეთთან, იგი მგძნობიარეა აღმოსავლეთის რეგიონის ყველა პატარა პროცესთანაც კი,მით უმეტეს, როდესაც კავკასიაში ჯერ კიდევ იღვრება სისხლი ეთნო თუ პოლიტიკური კონფლიქტების გამო, ჯერ კიდევ არსებობს თითქოს მიძინებული, მაგრამ აფეთქების ზგვარზე მყოფი სომხურ-აზერბაიჯანული ცნობილი ნაღვერდალი, რომელსაც ყარაბაღის პრობლემა ჰქვია. ჯერ კიდევ მოუშუშებელია ჭრილობები, რომელიც საქართველოში მოხდა, ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს სიხლიან მოვლენებს.

- დიდი სახელმწიფოების ლიდერები ხშირად დეკლარირებენ, რომ მსოფლიო თამაშის წესები შეიცვალა და ამჟამად არ არსებობს, ან კიდევ არ უნდა არსებობდეს გავლენის სფეროები. ამის მიუხედავად თვალნათელია, რომ თუნდაც ჩვენი რეგიონზე გავლენის დასამყარებლად არა ერთი ძალა იბრძვის

- კავკასია ისტორიულად იყო დიდი სახელმწიფოების გავლეს ქვეშ და აქ ერთმანეთში ცილობდნენ - ერთი მხრივ, თურქეთი და ირანი და მეორეს მხრივ რუსეთი. საკითხი დღესაც აქტუალურად დგას, ვისი გავლენის სფერო იქნება კავკასია, სამხრეთ კავკასია და , კონკრეტულად, საქართველო არც ახლა და არც მომავალში დაკარგავს ინტერესს, რ ო გ ო რ ც ევროპა- აზიის გზა-კვანძი, როგორც ენერგომატარებლების გატარების ტრანს სივრცე, როგორც აქტუალური გეოსტრატეგიული მდებარეობა, როგორც ბუნებრივი გეოგრაფიული კორიდორი. მგონი ეს ჩამონათვალიც საკმარისია საქართველოსადმი ასეთი დაჟინებული მიზიდულობა, რომ ავხსნათ.

მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამარცხებით გააქტიურდა თურქეთი, მან მიიღო ~ გადაწყვეტილება, რომ კავკასიის გასაღებად წოდებული საქართველოსა,როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყნის ფუნქციები გაეტანა თურქეთში.

პარალელურად, აგვისტოს სიხლიანი მოვლენების შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, როდესაც პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის პრიორიტეტები გამოაქვეყნა და მასში ა მკაფიოდ ჩაწერა კავკასიის რეგიონზე რუსეთის პოლიტიკური ჰეგემონიის შენარჩუნების შესახებ. დამეთანხმეთ, ეს ყველაფერი ღრმად გასააზრებელია ჩვენთვის.

- ამის მიუხედავად ჩვენ გვყავს მოკკავშირე - აშშ, რომელმაც არაერთხელ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ მხარს უჭერს საქართველოს, მისი ხელისუფლების კურსს.

- ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, ქვეყნისადმი მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი მხარდაჭერაში. სწორედ არაბული სამყაროს სინდრომი და სიფრთხილე უკარნახებს დღეს დასავლეთს მხარი დაუჭიროს არა მათ რჩეულ ლიდერებს, არამე ხალხს, ქვეყანას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს. თუ დღევანდელ პერიოდამდე, იგივე არაბულ სამყაროს ლიდერები, რომელთაგან უმრავლესობა 25-30 წელია ლიდერები იყვნენ და არიან, თითქმის ყველა საგანგებო რეჟიმის პრიობებში აცხოვრობენ თავიანთ მოსახლეობას, ითვლებოდნენ ამერიკის შეერტებული შტატების მოკავშირეებად, მაგრამ შტატებმა უკვე განაცხადა: ჩვენ დავასრულეთ ამ ტიპის ლიდერებთან ურთიერთობა, თუნდაც ჩვენი ინტერესისა. მინდა ხაზი გავუსვა, აქ არის მრავალმხრივი ინტერესი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების - ნავთობის ძალაუფლების ინტერესი.

ვფიქრობ, რომ ეს ახალი რეალობის დეკლარირებული სურვილებია. რამდენად რეალიზებადია, ეს უკვე კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობაზე, ოპოზიციასა და მმართველ ხელისუფლებაზეა მთლიანად დამოკიდებული.

ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები და არ არსებობენ პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტები, როდესაც არ არსებობს სამართლიანი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ბიზნესი, დამოუკიდებელი მედია, შეზღუდულია პოლიტიკური თვისუფლება. როდესაც საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი, და ამას ქვია ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, ჩვენ რას ვეუბნებით დასავლეთს? იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობა ერთი პარტიით - ნაციონალური უმრავლეობისთ და მისი კონსტიტუციური უმრავლესობით განისაზღვრება?

- თუმცა რეალობას თუ შევხედავთ - განისაზღვრება, ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციული უმრავლესობა არსებობს, მაგრამ ოპოზიცია ცდილობს სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით ებრძოლოს ამ რეალობას და არ შეეპუოს მას. კეთდება რევოლუციის დაანონსება. რამდენად კარგია ქვეყნისთვის რევოლუცია?

- რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან აანონსებენ თუ საუბრობენ რევოლუციაზე.
რევოლუცია ხელაღებით ცუდია თუ ხელაღებით კარგია, ამის თქმა, არ შეიძლება. რევოლუცია, პროტესტი, შეურიგებლობა, განახლებისადმი ლტოლვა ბუნებრივი ევროპული პროცესია. ჩვენ ყველა თაობა, ყოველთვის მომხრენი ვიყავით და ვიქნებით განახლების, წინსვლის, წარმატების, როგორც პირად ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.მაგრამ დამეთნხმეთ, რომ რევოლუციები პოლიტიკური განცხადებებით არ კეთდება და აქვე მომეცით უფლება, როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს ჩემი კითხვები დავსვა: ადამიანები, რომლებიც დღეს საუბრობენ რევოლუციაზე, ისინი ამ ხელისუფლების მთავარ საყრდენებს წარმოადგენდნენ, ან მისი ძლიერების ხელშემწყობ ფიგურანტებს. მე ეჭქვეშ არ ვაყენებ არავის ოპოზიციურგანწყობილებებს, მაგრამ ვსვავ არც თუ რიტორიკულ კითხვას - როდესაც შენ, შენი ხალხის მანდატით, თუ სხვგან დაგეგმილი რევოლუციური ტალღით, თუ კიდევ სხვა თუ-ებით იყავი ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი და მთავარი ფიგურანტი, რომლის ხელში იყო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის სასამართლოს სამართლიანობის შესახებ, სწორი საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ, სეპარატისტულ რეგიონებთან დიალოგის დაწყებისა და მოლაპარაკებების შესახებ, სწორი და სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შესახებ, რომელიც არ გააღარიბებდა საქართველოს მოქალაქეებს და არ გააღატაკებდა მთლიანად საქართველოს. როდესაც შენს ხელში იყო კონსტიტუციურად მონიჭებული უფლება, რომ შენი სტრატეგიული ობიექტები არ გაგესხვისებინა უცხო ქვეყნებში და საქართველოს საკუთრება, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საკუთრება არ გამხდარიყო - მხედველობაში მაქვს იგივე მადნეული, იგივე წყალი, ენგური და სხვა მიმართულებები. მე, მოქალაქე ნესტან კირთაძეს, რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ და ზეგ შენი უფლებამოსილების მანდატით განვითარდება დემოკრატიული პროცესები და ჩვენ ხალხს შვებას მოგვრი? შენ ხომ შენი უნარი, შენი „შესაძლებლობები „ ამ დარგში გვაჩვენე და გამოგვაცდევინე საკუთარ ტყავზე? თუ , ყოფილი მეგბრები მერამდენედ შეიძლება გახდეთ რადიკალები და შეურიგებლები? თუ ჩვენი სამშობლო მართლა თეატრი და სანახაობა გგონიათ ერთი თეატრალური დასი რომ ჩამოაყალიბეთ და 15 წელია მხოლოდ როლებს ცვლით და არა ქვეყნის სასიკეთო მომავალს.

- თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებას აწუხებს ეს კითხვები და ამის გამო ის მხარს არ დაუჭრს ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს?

- მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას შვება უნდა, მას უფლებები და თავისუფლებები უნდა, მას უნდა მიიღოს ის, რაც მოპოვებული აქვს ბრძოლით, ხალხი მოთმინების ზღვარზეა , მაგრამ ვფიქრობ, რომ უკიდურესად ფრთხილია დაანონსებული და დეკლარირებული რევოლუციებისადმი, რომ ის ეჭვის თვალით უყურებს იმ გააქტიურებულ ლიდერებს, რომლებიც სთავაზობენ მათ უმიზნო აგრესიას, ძალადობას. ხალხს აქვს სრულიად ლეგიტიმური კითხვა- რევოლუცია რისთვის? ჩემი პერსპექტივისთვის? ჩემი ოჯახის პერსპექტივისთვის? ჩემი შვილების მომავლისთვის? ჩემი სახელმწიფოს მომავლისთვის თუ კვლავ შენი სკამების დაბრუნებისათვის? ანუ, ვფიქრობ სრულიად თამამად და რევერანსების გარეშე ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ ჩვენი სამშობლოს ინტერესები და მომავალი და რევანშისტები.
ქართველი ხალხი და საქართველოს მოქალაქეები რევანშიზმს მხარს არ დაუჭერენ, რაც უნდა მტკივნეული იყოს ის ბოლო 7 წელი, რომელიც მან საკუთარ ტყავზე იწვნია. მაგრამ თუ ჩვენი მოსახლეობა თავადვე იგრძნობს, რომ სახალხო პროცესი უნდა დაიწყოს და მან უნდა დაიბრუნოს წართმეული ძალაუფლება, ეს ლეგიტიმური პროცესია და წინ ვერაფერი დაუდგება. ეს ყველაფერი მათი მომავლისათვის და მათი სამშობოლოს მომავლისათვის იქნება, და, რასაკვირველია, აქ საქართველოს მოქალაქეების ერთობა ბევრად უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ერთად აღებული მთელი ოპოზიციური ფლანგი.
როდესაც თავად ხალხში მომწიფდება ეს საკითხი, სწორედ მაშინ არის გარდაუვალი რელური სახალხო მოძრაობა. მაგრამ თუ ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ხალხში საყოველთაო, მაშინ ყოველგვარი მცდელობა, რაღაც წინააღმდეგობების კომიტეტების შექმნა და ჯარისა და შეფიცულების და უამრავი ასეთი რამის, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარი. ეს ჩვენი მოსახლეობის გულამდე და განცდამდე ვერ მიდის, და ეს ემოცია არის აბსულუტურად ფუჭი.

- ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მოსალოდნელ რევიოლუზიცაზე საუბრობს, რევანშისტები არიან?

- ამას თავადვე ამბობენ. მე კი გეტყვით, რომ საქართველოში ნებისმიერი ასეთი პროცესი, სამშობლოს ბედი, არ გახლავთ საშემოდგომო გამოცდა, ერთხელ რომ ჩაიჭრები, ათჯერ რომ ჩაიჭრები და მერე გინდა გამოასწორო ვითარება. ამიტომ ვითარცა რიგითი იბრძოლონ და იღვაწონ თავიანთი ჩაჭრილი გამოცდების ხელახლა ჩასაბარებლად, დაუმტკიცონ საქრთველოს და ჩვენს ხალხს, რომ მათ უკვე ენდობიან, უკვე ისწავლეს რა არის ამ ერის და ამ ხალხის შვილობა და ამ პასიხისმგებლობით გავიდნენ გამიცდებზე., მაშინ რამდენიმე წელი გავა და მე და თქვენ სხვა ტიპის ინტერვიუს ჩავწერთ.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კი ადამიანები რომელთა დეკლარაციაც რამდენიმე ათეული ან ასეული მილიონით აღირიცხება, როდესაც ‘" ხალხის სახელით" რამდენიმე ასეული ადამიანი უკიდურესად გამდიდრდა, ხოლო უმდიდრესი საქართველო და მისი საკმაოდ შეძლებული უდიდესი უმრავლესობა მოქალაქეებისა უკიდურესად გაღატაკდნენ, ძალიან ძნელია ნდობაზე საუბარი.
მაპატიეთ, სიტყვაც გამიგრძელდა და ემოციაც მომეძალა, მაგრამ როდესაც ჩვენი ხალხი იგრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომ სწორედ მან უნდა იტვირთოს ქვეყნის განმანახლებლის ფუნქცია და პოლიტიკური ლიდერები, როგორც რიგითები ისე უნდა დადგნენ მათ გვერდით ,მაშინ დაიწყება ამ ქვყენის განახლება.
მე არაბული სამყარო და რევოლუციური პროცესები ამ ეტაპზე მაინტერესებს მხოლოდ იმიტომ. რომ დასავლეთმა ამ მოვლენების მიმართ კონკრეტული განცახდება გააკეთა. ჩემთვის ეს პროცესი საინტერესოა, თუმცა დასავლეთს თავის ტკივილად გადაექცა - რა იქნება ხვალ? არავინ იცის ხვალ მუბარაქის შემდგომი ეგვიპტე როგორი იქნება. არავინ იცის ხვალ რა ბედი ეწევა იმ ხელშეკრულებას, რომელიც ეგვიპტესა და ისრაელს შორის დაიდო და მუბარაქი 30 წელი ელოლიავებოდა იმ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომ არც ერთ შემხვევაში არ დაეშვა ომი არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის.
შორს რომ არ წავიდეთ არავინ ვიცით რა იქნება ჩვენს სამეზობლოებში და ეს არ გახლავთ მხოლოდ მეზობელი რუსეთი. აქვე, ახლოს განვიხილავ აზერბაიჯანსა და სომხეთს. სადაც უკვე დაანონსებულია საპროტესტო მანიფესტაციები და მიტინგები...

- და მაინც ისტორიკოსი ნესტან კირთაძე მსოფლიში მომდინარე ასხვასდასხვა უამრავი პროცესის ფონზე, რომელსაც ვერ უწოდებ პოზიტიურ პროცესებს, რაში ხედავს საქართველოს გადარჩენის, ხსნის გზას?

- დღეს საქრთველოსთვის რამდენიმე საფრთხე გამოიკვეთა, კერძოდ: პირველი - შეინარჩუნებს თუ დაკარგავს საქართველო თავის იდენტურობას. იმიტომ რომ თუ გლობალიზმი აქამდე ქართველი ადამიანისათვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ზოგად-პოლიტიკური კატეგორია დღეს ეს არის შეუქცევადი რეალობა და ამ ვითარებაში დიდია ასიმილაციის საფრთხე
მთელს მსოფლიოში უკვე პროცესებს წარმართავენ ტრანსნაციონალური კორპორაციები და საქართველოშიც უკვე ისეივე ძლიერი ხდება ინტერნეტი როგორც მსუბუქი ძალაუფლება, როგორც ყველგან, ანუ გლობალიზმის ყველა ნიშანი საქართველოში უკვე აქტიურად მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს რომ ისეთი პატარა და სახელმწიფოებრივად დაშლილი ქვეყნისათვის, როგორიც არის საქართველო, კიდევ უფრო მწვავედ დადგება მისი იდენტურობის შენარჩუნების საკითხი.
ვფიქრობ რომ ხომ არ დადგა დრო სწორედ ეროვნული ღირებულებებისა და ეროვნული ორიენტირების პრიორიტეტი წამოსწიოს ქართულმა პოლიტიკურმა გონმა წინა პლანზე უფრო აქტიურად და პრინციპულად.
მეორე ფაქტორი გახლავთ, ზოგადად უსაფრთხოების საკითხი და აქ მხოლოდ გარე საფრთხეს არ ვგულისხმობ.
უსაფრთხოებაში მე სამ მიმართულებას მივუთითებ. ეს არის საშინაო ფაქტორი უსაფრთხოებისა, რომელიც პირდაპირ გადის დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. მეორე - საშინაო ფაქტორი პირდაპირ გადის სოციალური წონასწორობის აღდგენაზე და აქვე დავზუსტდები, რომ სოციალური წონასწორობის აღდგენა ნიშნავს ,მინიმუმ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას. და მესამე ,ეს არის საგარეო პოლიტიკური საკითხი და უსაფრთხოება.
გარე საფრთხეებს ჩვენ ერთი მიმართულებით არ უნდა ვეძებდეთ. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას- ომი, კონფლიქტი, სისხლი, ხდება იქ სადაც არ არსებობს გონივრული პოლიტიკა, სადაც არ მუშაობს დიპლომატია და არ იცვლება სახელმწიფოთაშორისი ინტერესები...
თუ ჩვენ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ ჯერ კიდევ არ არის გვიან.
ჩვენ ისტორიული ანალოგების ძიებას შევუდექით და მე მომხრე ვარ ამისი. პირდაპირ გეტყვით, როგორც ისტორიკოსი და როგორც მეცნიერი, რომ საქართველო ძლიერი იყო ან ასევე ძლიერი მირონცხებული მეფის დროს, ან იმ საერთაშორისო ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც მსოფლიოს დიდი აქტორები ერთმანეთში გავლენებს ინაწილებდნენ, ერთმანეთს ასუსტებდნენ და საქართველოსთვის არ ეცალათ, საქართველო სწორედ მაშინ ეძებდა გამოსავალს, ახალ სუნთქვას , რათა სახელმწიფო ერთიანი და ძლიერი ყოფილიყო. მე ზუსტდ ვარ დარწმუნებული რომ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით ეს დრო დაუდგება საქართველოს, როდესაც
საქართველო თავის ისტორიულ შანსს გამოიყენებს იმისათვის, რომ ქვეყნის სახელწმიფოებრიობა აღადგინოს. მანამდე კი გველოდება ყოველდღიური შრომა, პოლიტიკური პრაგმატიზმი, დიპლომატია და ორმხრივი და მრავალმხრივი დაუღალავი დიალოგები აფხაზებთან, ოსებთან, რუსეთის ფედერაციასთან, და ყველასთან ჩვენს გარემომცველ სამყაროში.
რწმენით ვიცი-საქართველო გადარჩება და გავა სამშიდობო გზაზე. ახლა მხოლოდ ერთს ვკითხულობ: ჩვენ სად ვდგევართ ამ გადარჩენის გზაზე.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თემურ ჭუმბურიძე

 

ავტორი: . .