ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს.
გმირთა მოედანთან „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი კარავი გაშალეს.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერები 24-25 ნოემბრის გეგმებზეც გააკეთებენ განცხადებას.
„ორ ლოკაციაზე გავშლით კარავს 10 საათამდე აქ ვართ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ გმირთა მოედანი. 10 საათამდე ვართ აქ გამაგრებული და ვაჩვენებთ ჩვენს პროტესტს. დაახლოებით 2 საათში გამოვაცხადებთ ხვალინდელ და ზეგინდელ გეგმას, კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რას ვაპირებთ ხვალ და ზეგ'', - ამბობს „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ ერთ-ერთო ლიდერი გიორგი ვაშაძე.