"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ქსენოფობიაში ადანაშაულებს.
კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიამ წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს.
„ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა.
ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს, წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში, რუსეთისა და რუსების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ნეგატიური განწყობა ჰქონდეთ. ლომჯარიას განცხადებით, ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსების მიმართ სიყვარული არ გამოხატონ.