თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ არის რეალისტური სცენარი. იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah-ი.
მისივე თქმით, რეგიონი მორიგ ომს ვერ გადაიტანს.
"არ ვფიქრობ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურია, იმიტომ რომ უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. უკრაინა ძლევამოსილი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას, მან უნდა გადახედოს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და ასევე საკუთარ მდგომარეობასაც", - თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ომი საერთოდ უნდა წაიშალოს პოლიტიკის ისტორიიდან.
უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საკითხის განხილვის აუცილებლობას.