თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო, ჩვენ შევქმენით, იშვიათად ამ რეგიონის ქვეყნებში ნამდვილად ფუნქციონირებადი თანამედროვე სახელმწიფო. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, ზუგდიდში განვითარებულ მოვლნებეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკულად საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია.
"თვალსა და ხელს შუა აგვახიეს სახელმწიფო, ჩვენ შევქმენით, იშვიათად ამ რეგიონის ქვეყნებში ნამდვილად ფუნქციონირებადი თანამედროვე სახელმწიფო, ქართველ ხალხს ჰქონდა ამ სახელმწიფოს იმედი, იმედი იმის, რომ მანქანა შეიძლება არ დაგეკეტა და დაგეტოვებინა, იმას რომ მშვიდად შეგეძლო შვილები გაგეშვა ქუჩაში. იმას რომ სადღაც ბანკს თუ სახლში შეინახავდი ფულს არავინ არ მოვიდოდა და არ წაგართმევდა და ეს ყველაფერი პრაქტიკულად ჩამოგვეშალა, ჩამოგვეშალა არა მხოლოდ ამ ზუგდიდის ეპიზოდზე, ეს ხომ ერთ-ერთი ფაქტია. ბევრად მეტი, ბევრად უფრო ფართოდ გაშლილი ფრონტია ეს კრიმინალის ყველა მხრიდან, პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმებულია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.