აჭარაში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 82 წლის მამაკაცი. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა 29.09.2020- დან. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია.
თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.