თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
ენმ-ს წევრის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ცუცქირიძეს საარჩევნო შტაბიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ნიღბიანი პირები იოსებიძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლაშა ცუცქირიძეს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ის ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ