აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება. ნიჟარაძემ ზაალ მიქელაძე ჩაანაცვლა, რომელმაც ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. დღემდე ნინო ნიჟარაძე მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
''აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უკვე წარმოადგინა მუშაობის ოთხი წლის ანგარიში. მინდა მადლობა ვუთხრა გაწეული საქმიანობისთვის და ასევე წარმატება ვუსურვო იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარალი ნდობით შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი.
რაც შეეხება მინისტრს, ეს იქნება ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, რომელსაც ყველანი კარგად იცნობთ. ის გახლავთ მინისტრის პირველი მოადგილე. შესაბამისად მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბოლო პერიოდში, კოვიდ-19-თან ბრძოლის პერიოდში. ის არის გამორჩეული პროფესიონალი და ეპიდემიოლოგი. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი გუნდისთვის. ორმაგად მისასალმებელია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ქალების რიცხვი იზრდება'' - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.