რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმიერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უბრძანა, დაიწყოს მზადება ფაშიმზმე გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმისთვის, რომელიც მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში 24 ივნისს უნდა გაიმართოს. იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი".
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებით, აღლუმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული მონაწილეთა უსაფრთხოების რისკები, მათ შორის კორონევირუსის გავრცელების პრევენციული ზომები.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების გამო 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადადო.