ამერკის მთავრობა საქართველოს ახალი საავადმყოფოების მშენებლობაში დაეხმარება, რისთვისაც აშშ საქართველოს 20 მლნ დოლარს გამოუყოფს. 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკში, ბანკი და აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით სასესხო პორტფელის 50%-ზე გარანტიის ხელშეკრულებას გააფორმებენ.
გარანტიის მიზანია საქართველოში საავადმყოფოების მშენებლობის, რემონტისა და აღჭურვისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან USAID-ის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრო ურუშაძე და თიბისი ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე.