COVID-19-ით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო მეორე ე.წ. ამერიკული კლასტერიდან არის. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, COVID-19-ით დაინფიცირებული ერთი პაციენტი ჩამოსულიყო საფრანგეთიდან და მე-13 დღეს მოხდა დაავადების დადასტურება. მეორე პაციენტი არის ე.წ. ამერიკულ კლასტერთან კავშირში. მას კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულ პაციენტთან.
ორივე პაციენტი თვითიზოლიაციაში იმყოფებოდა.