შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ დუნკანში, სუპერმარკეტ Walmart-ში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. იუწყება ABC News-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი თავდამსხმელია.
სროლის შედეგად დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
შემთხვევა, ადგილობრივი დროით, დილით მოხდა. ინცინდენტის გამო ქალაქში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა.