"ეს არის აბსოლუტურად პოზიტიური ინიციატივა და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ კონკრეტული კურორტის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებისთვის. ძალა ერთობაშია. მთავარია დავიწყოთ, რადგან ურთულესია ამ პროექტის განხორციელება", - ასე შეაფასა წყალტუბოს განვითარების ინიციატივა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.
მან მონაწილეობა მიიღო კურორტი წყალტუბოს განვითარების კონცეფციის საჯარო პრეზენტაციაში, რომელსაც მთავრობის, ბიზნესის, ურბანული განვითარებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„აბასთუმანში ჩვენ ათწლეულებია, ვფლობდით აქტივებს და ვერ ვახორციელებდით ბიზნესს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის იქ მოსვლისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართვის შემდეგ, რომელმაც რამდენიმე ასეული მილიონი დახარჯა კურორტის ინფრასტრუქტურაში, ჩვენ გადავწყვიტეთ 50 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთ საკურორტო ზონებში, როგორიცაა წყალტუბო და აბასთუმანი, ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოსვლა", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ბიზნესმენმა არ გამორიცხა, რომ განახორციელებს ინვესტიციას კურორტ წყალტუბოში და დაინტერესდება ერთერთი იმ სასტუმროთი, რომელიც სახელმწიფო საკუთარებაშია.