მუსიკოსი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ის ამბობს რომ ამაზონის ნახანძრალი ტყეების აღსადგენად 1.1 მლნ დოლარს გადარიცხავს.
"ბოლო რამდენიმე თვეა, ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვები, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. მოგიწოდებთ მოქმედებისკენ.
დღეს, მე მსურს მხარი დავუჭირო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც დგანან ჩვენსა და კატასტროფას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილი გვაშორებს ერთმანეთისგან, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს როგორიც ვარ. ოჯახის წევრივით მექცეოდნენ.
მსურს, დავეხმარო მათ, როგორც შემიძლია.
დიდი სიფრთხილის შემდეგ, აღმოვაჩინე ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ცვლილებების მოხდენა და მე მას ვენდობი.
ამ ორგანიზაციას ISA ჰქვია. გადავწყვიტე, რომ მათ 1.1 მლნ დოლარი გადავურიცხო. ეს მოიცავს საკუთარი მძიმე შრომით გამომუშავებულ დანაზოგს და ჩემი ოჯახის კონტრიბუციას.
ყველას მოგიწოდებთ მოქმედებისკენ და ჩართულობისკენ. ნებისმიერ კონტრიბუციას აქვს მნიშნვნელობა.
ერთად ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების მიღწევა. მადლობა და ღმერთმა დაგლოცოთ", - ამბობს ბერა ივანიშვილი.