დამარხული ძაღლის თავის პოვნა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორი დასკვნების გაკეთება და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში, თუნდაც ბევრი რამ მოსაწონი არ იყოს, - განაცხადა პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, რეალობაა ის, რომ ბევრი პრობლემებია საქართველოში.
„განა ვინმეს საყვედურს ვეუბნები ამით, მაგრამ ეს რეალობაა და რეალობაა ის, რომ ბევრი პრობლემებია საქართველოში. რეალობაა ის, რომ ამ პრობლემებს ჩვენც კი ჩვენი შემოსავლით ვხედავთ და წარმომიდგენია ადამიანები, რომლებიც დაზარალებულები არიან თუნდაც ვალუტის კურსით. მაგრამ ამას პოლიტიკა როგორც კი გადაეჯაჭვება, იმ წუთში დავინახავთ თუ სად არის ძაღლის თავი დამარხული. დამარხული ძაღლის თავის პოვნა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორი დასკვნების გაკეთება და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში, თუნდაც ბევრი რამ მოსაწონი არ იყოს“, - თქვა ვოლსკიმ.