საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია თანამდებობას მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დატოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს.
„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია“, – წერს ჟვანია და აცხადებს, რომ მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.