11 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6960 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6912 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.48 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0408 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0346 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4705 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5291 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 აპრილიდან შევა ძალაში.