დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბათუმში გამართულ "მწვანე მარშში" მიიღო მონაწილეობა. ბათუმის ახალ ბულვარში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით პრომო აქცია მოეწყო. კოსტუმირებულმა მსახიობებმა და პრომო გოგონებმა დაცული ტერიტორიების შესახებ ბათუმის დამსვენებლებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. აქციის ფარგლებში საქართველოს დაცული ტერიტორიების თემაზე ფოტო-გამოფენა გაიმართა.
ქალაქ ბათუმის ახალ ბულვარში ოფიციალურად გაიხსნა მონუმენტი „მე დავიცავ გარემოს". დღის ბოლოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯომარე ლევან ვარშალომიძემ წყნეთის მიუსაფარ ბავშვთა სახლის 20-მდე აღსაზრდელს, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდა, საჩუქრები გადასცეს.