სამართალდამცავები ორგანიზაცია ამბრელას წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის სახლში ჩხრეკას აწარმოებენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან.
ლუკა ფეიქრიშვილი ვარაუდობს, რომ მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს უკავშირდება.
ლუკა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველები მისი პირადი კომპიუტერის პროკურატურაში წაღებას აპირებენ. მისივე თქმით, პროკურატურაში ისიც უნდა გამოცხადდეს, თუმცა რა სტატუსით მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
ლუკა ფეიქრიშვილის თქმით "სასაცილოა მისი სახლის ჩხრეკა", როდესაც ჩხრეკა იქ არ მიმდინარეობს, სადაც საჭიროა.