Societe Generale -ის ანალიტიკოსების კვლევის თანახმად, 2014 წელს ოქროს საშუალო ფასი უნციაზე 1180 დოლარი იქნება, რასაც ისინი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც უკავშირებენ. თუმცა ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე ძვირფასი ლითონის ფასი 1200 დოლარამდეც გაიზარდოს. მიუხედავად 2014 წელს ოქროზე ფასის ზრდის პროგნოზისა, მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ოქროზე ფასი დაიწევს და 2016 წლისთვის კი ოქროს საშუალო ფასი უნციაზე 1000 დოლარი იქნება. Societe Generale -ში მიაჩნიათ, რომ 2017 -2019 წლებში ოქრის საშუალო ფასი უნციაზე 825 ლარი იქნება.