თბილისი.26.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან გადავშირებით საგანგებო თათბირი ჩაატარა. ბაღაფშმა აღნიშნა, რომ მის ელექტრონულ მისამართზე შემოდის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უამრავი წერილი, რომლებიც აფხაზეთში დასასვენებლად ჩადიან.
"ისინი იმ სამსახურების მუშაობაზე ჩივიან, რომლებიც იქ მუშაობენ. არის საჩივრები რომლებიც მესაზღვრეებს ეხება", _ განაცხადა ბაღაფშმა და ასევე უკმაყოფილება გამოთქვა საზღვარზე არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე არსებული სანიტარული მდგომარეობის გამო.
ბაღაფშმა სასაზღვრო სამსახურების უფროსებს თავის დანაყოფებში ხშირი როტაციის ჩატარება დაავალა და განაცხადა, რომ საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე მეთვალყურეობას პირადად გააკონტროლებს.