ლევან თარხნიშვილის განცხადებით, დღეიდან ცსკ-ს ვებგვერდზე საარჩევნო სიების განახლება დაიწყება. თარხნიშვილის თქმით ვებსაიტზე საარჩევნო სიები ოლქების მიხედვით ეტაპობრივად განთავსდება. ცსკ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ორშაბათიდან ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები სასურველ ინფორმაციას მიიღებენ.
"ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სახელი და გვარი სიაში და თუ ვინმე საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს, შეუძლია, დაგვიკავშირდეს. ორშაბათიდან ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს სასურველი ინფორმაცია. ქალაქის ტელეფონიდან შესაძლებელი იქნება დარეკვა 003-ზე, ხოლო მობილურიდან 8003-ზე", _ განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.