ვარდების მოედანზე გრანდიოზული შოუ-კონცერტი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2013-09-15 13:13:00

ხვალ, 16 სექტემბერს, 20:00 საათიდან, ვარდების მოედანზე გრანდიოზული შოუ-კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე ცხრა პოპულარული ქართველი დიჯეი დაუკრავს (თითოეული მათგანი წარმოადგენს სპორტის ცხრა სახეობას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფესტივალზე), მოეწყობა ლაზერ-შოუ და გრანდიოზული ფოიერვერკი.