დღესვე "ჭადრაკის სასახლეში", ხორვატიის ქალაქ რიეკაში, 5-19 მარტს დაგეგმილ ევროპის ვაჟთა და ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გამგზავრებასთან დაკავშირებითYპრესკონფერენცია გაიმართება.
ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ შემდეგი მოჭადრაკეები: ვაჟებიდან: ჯობავა ბაადური - საერთაშორისო დიდოსტატი, ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საქართველოში 1-ლი რეიტინგის მქონე; გაგუნაშვილი მერაბ - ს/დიდოსტატი, ეროვნული ნაკრების წევრი,, 2010 წ. საქართველოს ჩემპიონი ვაჟთა შორის; გელაშვილი თამაზ - ს/დიდოსტატი, ეროვნული ნაკრების წევრი, 2010 წ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ვაჟთა შორის; არუთინიანი დავით - ს/დიდოსტატი, 2010 წ. საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და ქალებიდან: ძაგნიძე ნანა - ს/დიდოსტატი, ოლიმპიური ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, 2009 წ. ქალთა გრან-პრის II პრიზიორი; ჯავახიშვილი ლელა - ს/დიდოსტატი, ოლიმპიური ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, მრავალი ს/ტურნირის გამარჯვებული; მელია სალომე - ს/დიდოსტატი, ეროვნული ნაკრების წევრი, 2010 წ. საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის; ხურციძე ნინო - ს/დიდოსტატი, 2010 წ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ქალთა შორის; ლომინეიშვილი მაია - ს/დიდოსტატი, ოლიმპიური ჩემპიონი, 2010 წ. საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი; ხოტენაშვილი ბელა - ს/დიდოსტატი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მრავალი ს/ტურნირის გამარჯვებული.