იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა" გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2009-10-24 09:50:00
![]()
დღეს, 24 ოქტომბერს, თელავში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია `ჯეოსელის~ ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი `შემოდგომის ლეგენდა~ გაიმართება.
ლიტერატურულ კონკურსში სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა. კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური 20 ნოემბერს გამოავლენს. პირველი სამი გამარჯვებული სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ფულად ჯილდოს მიიღებს.