გამოფენა-გაყიდვა _ "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-10-24 09:38:00

დღეს, 24 ოქტომბერს, მუშტაიდის ბაღში გაიმართება სოციალური ორგანიზაციების ბენეფიციართა ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა: "ვიზრუნოთ ერთმანეთზე".  

ღონისძიება ტარდება "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში. მისი ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

ღონისძიება ტარდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გერმანული ფონდის EED-ის მხარდაჭერით .