იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა" გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-10-23 23:13:00

24 ოქტომბერს, თელავში, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია `ჯეოსელის~ ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი `შემოდგომის ლეგენდა~ გაიმართება.

ლიტერატურულ კონკურსში სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა. კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური 20 ნოემბერს გამოავლენს. პირველი სამი გამარჯვებული სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ფულად ჯილდოს მიიღებს.